ვაკის პარკის ტერიტორიაზე შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ტენდერის პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 563 373 ლარია.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღის ვადაში დაასრულოს და თუ საჭირო გახდა, 24-საათიანი გრაფიკით იმუშაოს. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი განისაზღვრა.
შეთავაზებების მიღება მიმდინარე წლის 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. კერძოდ, 2021 წელს 3 000 000 ლარი, ხოლო 2022 წელს – 8 563 373 ლარი გამოიყოფა.