პოლონეთის პოლიციის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესტუმრა

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი, დელეგაციასთან ერთად ეწვია, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპარტამენტს ასევე ესტუმრა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი. სტუმრებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, სერგო ძაგნიძემ უმასპინძლა და მათ უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო. პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილემ, პაველ დობროჯეიმ და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში. დეპარტამენტის ლაბორატორიებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საერთაშორისო აკრედიტაციები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები