პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობით გერმანულ ჰოსპიტალშია მოთავსებული, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“მდგომარეობა რჩება მძიმე და საყურადღებო. ჰემოდინამიკა არასტაბილურია. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ამ ეტაპზე, მართვით სუნთქვაზეა. რეანიმაციულ განყოფილებაშია და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა”, – აღნიშნა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ წერეთლის გამზირზე მდებარე, პოლიციის შენობის მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები