მიხეილ სარჯველაძე – ნინოწმინდის პანსიონზე: მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები და გაკეთებული საქმეები, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, რომ სწრაფად ვიხილავთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში მოისპობა მიზეზი ყველანაირი კითხვის ნიშნის დასმისთვის.

„არ მგონია, რომ ერთი საკადრო გადაწყვეტით რაიმე პრობლემა წესრიგდებოდეს ან უარესდებოდეს. მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები და გაკეთებული საქმეები, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, რომ სწრაფად ვიხილავთ. ამის თაობაზე გაცხადდა და იმედი მაქვს, რომ მოისპობა მიზეზი ყველანაირი კითხვის ნიშნის დასმისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები