დიდუბეში, მეტრეველის N1-ში მდებარე სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება

დიდუბის რაიონში მწვავედ ავარიული საცხოვრებელი შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი მეტრეველის ქუჩის N1-ში მდებარე სახლის სრული რეაბილიტაციაა, სადაც 17 ოჯახი ცხოვრობს.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე სარდაფებში მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, საძირკველი კი რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია – „პატაშა“ 310 333 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – მამუკა ვეკუა საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილსა და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები