თავდაცვის სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სპეციალური კურსი მიმდინარეობს

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ გახსნა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, ნიკო თათულაშვილმა და სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა. პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი და მას სამოქალაქო ოფისის, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების და სსიპ-ების თანამშრომლები ესწრებიან. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზოგადი მიმოხილვა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები