გიორგი კანაშვილი: “ქოცი” ხარო, შეიძლება მითხრათ, მაგრამ ვაკრიტიკოთ იქ და მაშინ, როდესაც საჭიროა – უაზროდ კრიტიკა და რაღაც აბსურდების წერა თვით მაკრიტიკებელს უკარგავს სანდოობას
“ნატო-ს სპეციალისტი არ ვარ, ძალიან შორს ვარ ამ საქმისგან. უბრალოდ, დამაინტერესა, მართლა პირველად არ დაგვპატიჟეს სამიტზე-თქო?!”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კანაშვილი სამიტების დამსწრეთა წინა წლების სიის შესახებაც წერს.
“ნატო-ს სპეციალისტი არ ვარ, ძალიან შორს ვარ ამ საქმისგან. უბრალოდ, დამაინტერესა, მართლა პირველად არ დაგვპატიჟეს სამიტზე-თქო?!
ხოდა, ავდექი და უბრალოდ სამიტების დამსწრეთა სიებს გადავხედე. აღმოჩნდა, რომ მაგალითად 2019 წლის ლონდონის სამიტზე, არაწევრი ქვეყნებიდან, მხოლოდ- ჩრდილოეთ მაკედონია იყო მიწვეული (ისე, ამ მაკედონიამ კი გაგვიშრო სისხლი); 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე ვიყავით ჩვენც, უკრაინაც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც, ფინეთიც, მაკედონიაც (მაშინ ჯერ მაკედონია იყო).
სამაგიეროდ, 2017 წელს მხოლოდ მონტენეგრო იყო.
ამასთანავე, დღევანდელ სამიტზე უკრაინაც კი არ დაპატიჟეს; უკრაინა, ხალხო, რომლიც „გუშინ“ კინაღამ ომში გაეხვა და „რადარებზეც“ არის და არც იქაური მთავრობა აკლებს ნატო-ს კარზე კაკუნს ძალისხმევას.
ხოდა, რავი – “ქოცი” ხარო, შეიძლება მითხრათ, მაგრამ ვაკრიტიკოთ იქ და მაშინ, როდესაც საჭიროა. უაზროდ კრიტიკა და რაღაც აბსურდების წერა თვით მაკრიტიკებელს უკარგავს სანდოობას.
პ.ს. უნდა ითქვას, რომ რიგ შემთხვევებში ნატო-ს სამიტს ნატო-საქართველოს კომისია ემთხვეოდა. დააკლო აქ მუშაობა თბილისმა? შეიძლება, არ გამოვრიცხავ. თუმცა, უკრაინის არმიწვევა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ გამოხატა წყენა, მგონი, აშკარას ხდის, რომ გადაწყვეტილება უშუალოდ ბრუსელიდან მოდიოდა (უნდა გამოეხატა ზალკალიანსაც საჯარო წყენა? არ ვიცი, მგონი, მაინც არა)”, – წერს კანაშვილი.