ნუცუბიძის N179-ში და ფალიაშვილის N27/29-ში ლიფტები რეაბილიტირდა
ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვის საფუძველზე, ლიფტები რეაბილიტირდება.
ამჟამად აღნიშნული სამუშაოები ნუცუბიძის N179-ში და ფალიაშვილის N27/29-ში დასრულდა, რისთვისაც, დაახლოებით, 35 000 ლარი გამოიყო.
პროექტის განხორციელების შედეგად, როგორც ლიფტების მექანიკური ნაწილები, ისე კაბინები და სხვა დეტალები გამოიცვალა.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.