კახა კალაძე: გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც წლების მანძილზე იბრძოდა თბილისის რეკრეაციული სივრცეების გადასარჩენად

თბილისის მერი, კახა კალაძე მადლობას უხდის არასამთავრობო სექტორის ყველა იმ წარმომადგენელსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნებისთვის იბრძოდა.

ამის შესახებ კალაძემ თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მერიის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისში გარემოს დაცვის პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მინდა, მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში წვიმაში, თოვლსა და ქარში რეკრეაციული სივრცეების გადასარჩენად იბრძოდა. გვახსოვს ასეთი შემთხვევები. გვაქვს კონკრეტული არეალები ქალაქში – ვაკის პარკი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის სკვერი და სხვა, რომლებიც, ამ ადამიანების ჩართულობით, მათი პროტესტის შედეგად გადარჩა. კიდევ ერთხელ, გულწრფელი მადლობა მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები