სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად, საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს

სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად, საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ მე-4 მექანიზებული ბრიგადის მებრძოლები, რომლებმაც ჯგუფებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს. სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის ზურგში ერთობლივი ასიმეტრიული და არაკონვენციური ბრძოლების წარმოება იყო.
კულმინაციურ სწავლებაში შერწყმულმა ქვედანაყოფებმა ტერორისტების მიერ დაკავებულ სტრატეგიულ ობიექტზე რეიდის ოპერაცია ჩაატარეს. დასკვნით სწავლებას ამერიკელი სამხედროები აკვირდებოდნენ, რომლებმაც გაერთიანებული ჯგუფების მოქმედება წარმატებულად შეაფასეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები, – აღნისნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები