“გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, რიკერთან. ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მიმართულებებზე, ასევე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.