კახა კუჭავა: რეზო გაბრიაძე ბუმბერაზი გენიოსი იყო, რომელიც ძალიან დაგვაკლდება
“რეზო გაბრიაძე ბუმბერაზი გენიოსი იყო, რომელიც ძალიან დაგვაკლდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა და დიდი ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, რეზო გაბრიაძის შემოქმედებაზე თაობები გაიზრდებიან.
„ვუსამძიმრებთ რეზო გაბრიაძის ოჯახს, მთელს საქართველოს ამ ძალიან დიდ დანაკარგს. ადამიანი, რომლის შემოქმედებაზე გაიზარდა თაობები და კიდევ გაიზრდება. უდიდესი ქართველი, კინოს, თეატრის რეჟისორი, მხატვარი, მწერალი, ადამიანი, რომლის ამ ქვეყნიდან წასვლამ ნამდვილად გული დაწყვიტა არა მხოლოდ მის ახლობლებს, ქართველებს, არამედ ყველას მსოფლიო მასშტაბით. ის ნამდვილად ბუმბერაზი გენიოსი იყო, რომელიც ძალიან დაგვაკლებდა.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მის ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს ნამდვილად ამ ძალიან დიდი დანაკარგს ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა კახა კუჭავამ.