გიორგი ამილახვარი: ენმ-ს მიზნებსა და ზრახვებს გახარიას მოქმედებები იმ კონკრეტულ დღეებში საეჭვოდ ემთხვეოდა

ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებსა და ზრახვებს სამწუხაროდ ირიბად თუ პირდაპირ გახარიას მოქმედებები იმ კონკრეტულ დღეებში საეჭვოდ ემთხვეოდა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„ბატონმა გახარიამ ერთი მხრივ მთლიანად უმრავლესობა დაარწმუნა და მოუწოდებდა ძალიან აქტიურად, რომ უნდა მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის, მაგრამ როდესაც დადგა მომენტი, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო ის სამწუხაროდ გაექცა პასუხისმგებლობას და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ყოველივე ეს მოქმედება რა თქმა უნდა ვერ მოდის ერთმანეთთან თანხვედრაში და სწორედ ამიტომ, როგორც გუშინ კობახიძემ განმარტა იყო შესაბამისი ინფორმაცია და ეს ბატონ გახარიას უნდა ჰკითხოთ თუ რას გეგმავდა იგი და როგორ გეგმავდა, 1 ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებსა და ზრახვებს სამწუხაროდ ირიბად თუ პირდაპირ გახარიას მოქმედებები იმ კონკრეტულ დღეებში საეჭვოდ ემთხვეოდა“, – განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები