მეუფე ნიკოლოზი: შეთანხმება შედგა -სოცმუშაკები ნინოწმინდის პანსიონში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სოცმუშაკები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.
„შეთანხმება შედგა. შეხვედრაზე ვიყავით ეკლესიის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სოცმუშაკები. შევთანხმდით, რომ სოცმუშაკები დარჩებიან აქ. ჩვენ ყველას გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოცმუშაკების ნაწილი იმუშავებს დღის განმავლობაში, რამდენიმე კი ღამითაც დარჩება და ბავშვებთან მათი ეს ურთიერთობა გაგრძელდება რამდენ ხანსაც ჩათვლიან ისინი საჭიროდ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.