ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა(IUCN) “კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანიტერიტორიების“ UNESCO-ს მსოფლიომემკვიდრეობის სიაში შეტანას მხარი დაუჭირა
5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა. 2021 წელს, ამ დღეს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება – ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN), როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკონსულტაციო ორგანომ (WHC), ოფიციალური რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ შეტანას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, ერთწლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, IUCN-მა სრულად დაუჭირა მხარი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნომინაციის დოკუმენტს.
“IUCN–ის რეკომენდაციის საფუძველზე, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ ნომინაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებასმსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის (WHC) 44-ე გაფართოებულ სესიაზე მიიღებენ, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ფუჟოუში, მიმდინარე წლის 16–31 ივლისს გაიმართება.
საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს მთავრობისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია: მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, 2019 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
IUCN-ის ექსპერტების დასკვნა იხილეთ: https://whc.unesco.org/archive/2021/whc21-44com-8Binf2-en.pdf