“რესპუბლიკური პარტია” ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა

“რესპუბლიკური პარტია” ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა.

როგორც ბერძენიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ის არ ეთანხმება პარტიის კურსს, კერძოდ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას და პოლიტიკიდან მეცნიერებაში მიდის.

“რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი — ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია  პარლამენტში ენმ-ისა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდა. ხათუნა სამნიძე, “სტრატეგია აღმაშენებელსა” და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, 3 ივნისს ახალ ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” გაერთიანდა.

დღესვე “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების შესახებ განაცხადა პარლამენტარმა, თამარ კორძაიამ, რომელიც საქმიანობას უფრაქციოდ გააგრძელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები