ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა
ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი – DataCov.moh.gov.ge შეიქმნა.
პორტალის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებულ ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.
DataCov.moh.gov.ge -ზე განთავსებულ COVID-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.