საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინელ კოლეგას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრებმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
უკრაინის პრემიერმინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, უკვე გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები