3 ივნისის მონაცემებით, ჯამურად, 155 538 აცრა ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 ივნისის მონაცემებით, ჯამურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო 155 538 აცრა ჩატარდა.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 37 780 ადამიანი.
“აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.