გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად  გლდანის გამგეობა  გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე წყალარინების ქსელი მოწესრიგდა. ახლა კი,  2 100-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის საფარის დაგება სრულდება.

პროექტისთვის დაახლოებით, 153 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები