ხატია დეკანოიძე: ჩვენთვის, გახარია არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შეიძლება, რაიმე სახის თანამშრომლობა ან ალიანსი განვიხილოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე ,,არასერიოზულს,, უწოდებს იმ ადამიანებს, ვინც მისი პარტიისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანამშრომლობის შესახებ საუბრობს.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” გახარია არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შეიძლება, რაიმე სახის თანამშრომლობა ან ალიანსი იქნას განხილული.

“არასერიოზული ადამიანების კომენტარია, იმ ადამიანების, ვინც საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” და გახარიას რაიმე სახის თანამშრომლობაზე. ჩვენთვის, გახარია, რა თქმა უნდა, არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შეიძლება, რაიმე სახის თანამშრომლობა ან ალიანსი განვიხილოთ”, – აცხადებს დეკანოიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები