ვლადიმერ ბოჟაძე: კითხვების ფონზე მამუკა არეშიძის ინტერვიუ, სადაც ის ააშკარავებს “ნაცმოძრაობის” რევოლუციურ სცენარს და ამ სცენართან გახარიას კავშირს, სრულიად ლოგიკურია
ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მან “კვირას” მისცა.
ბოჟაძის შეფასებით, არეშიძის ინტერვიუ, სადაც ის ააშკარავებს “ნაცმოძრაობის” რევოლუციურ სცენარსა და ამ სცენართან გიორგი გახარიას კავშირს, სრულიად ლოგიკურია.
“გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების მერე სულ კითხვებზე პასუხებს ველით, არადა, რაც დრო გადის უფრო მეტ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს, რაც აჩენს და აღრმავებს ეჭვს ,,ნაცმოძრაობასთან” მისი კოჰაბიტაციის შესახებ. ყველაზე მეტად მიჭირს, ამოვხსნა უკუკავშირი გახარიას ორ ქმედებას შორის: თავადაც არ უარყო, რომ ის იყო ყველაზე აქტიური მომხრე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების, რაც, დიდი ალბათობით, მის დაპატიმრებას გამოიწვევდა, არადა, მოსამართლის განჩინების შემდეგ, სრულიად გაუგებრად დააყენა ულტიმატუმი მისი დაკავების 2 დღით გადადების თაობაზე… პარტიის ოფისში გამაგრებული ნიკანორ მელია ამ 2 დღეში გარეთ გამოვიდოდა თუ უფრო მეტი ხალხის მობილიზებას მოახდენდა? პოლიციას მისი აყვანა უფრო გაუადვილდებოდა თუ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა? ვფიქრობ ამ კითხვების ფონზე მამუკა არეშიძის ინტერვიუ, სადაც ის ააშკარავებს ნაცმოძრაობის რევოლუციურ სცენარს და ამ სცენართან გახარიას კავშირს, სრულიად ლოგიკურია”,- წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ ,,კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომამდე კომუნიკაცია ჰქონდა ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიპთან და მისი გადადგომა სააკაშვილის რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო.