კახა კალაძე: ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე 7 ძირითადი პოლიტიკიდან ერთ-ერთის, სატრანსპორტო მიმართულების შესახებ საზოგადოებას ანგარიშს აბარებს და პრეზენტაციას მართავს.

როგორც კალაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ეს ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის მიზანიც მოქლაქეების სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილებაა.

მერის განცხადებით, ამ კუთხთით პირველი ნაბიჯები გადაიდგა და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება.

„ჩვენს გუნდს სატრანსპორტო მიზნები თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული. ჩვენ გვსურდა, რომ თბილისში ფუნდამენტურად შეგვეცვალა აქამდე არსებული მიდგომები და გაგვეხორციელებინა შესაბამისი ტრანსპორტის მდერნიზაცია.

ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ძალიან სიამოვნებს, როცა უყურებენ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, თუმცა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს  სერიოზული პრობლემები.

პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ქალაქში ჩნდება შესაბამისი საავტობუსე ზოლები ავტობუსებისა და მიკროავტობუსების უპრობლემოდ გადასაადგილებლად. მარტო ავტობუსების განახლება ვერ მოგვცემს შედეგს, თუ მათ არ ექნებათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ასევე, მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით – ახალგაზრდები. როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები