ნათია თურნავა: უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი ისე, რომ ეკონომიკა და ბიზნესი აღარ შევზღუდოთ

“უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი ისე, რომ ეკონომიკა და ბიზნესი აღარ შევზღუდოთ”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რომელიმე ქვეყნიდან თუ მომატებული საფრთხეა, შეგვიძლია, იქედან ვიზიტორები შევზღუდოთ.

„ორთვე-ნახევრის მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი მაღალია. ჩვენ უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი ისე, რომ ეკონომიკა და ბიზნესი აღარ შევზღუდოთ. გარდა ამისა, ჩვენ ვისწავლეთ, როგორ ვმართოთ საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადები. ჩვენ ერთდროულად ვხსნით რიგ სფეროებს და წერტილოვან შეზღუდვებსაც ვინარჩუნებთ. რომელიმე ქვეყნიდან თუ მომატებული საფრთხეა, შეგვიძლია, იქედან ვიზიტორები შევზღუდოთ. დღეს ვინც ქვეყანაში შემოდის აქვს ვაქცინაციის ცნობა, ან პსრ ტესტის უარყოფითი პასუხი“, – აღნიშნა თურნავამ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები