სემეკ-ში უსინათლოთა და მცირე მხედველთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) უსინათლოთა და მცირე მხედველთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დავით ნარმანიამ და სემეკ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკის სამოქმედო გეგმა და მოისმინეს მათი კომენტარები და მოსაზრებები.
სემეკ-ის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდა სემეკ-ის წევრი – გიორგი ფრუიძე და ენერგოომბუდსმენი – სალომე ვარდიაშვილი.

სემეკ-ის მიზანია იმ პრიორიტეტების გამოკვეთა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას.
სემეკ-მა შეიმუშავა და დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტებთან ერთად მოხდება სემეკ-ისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის ვებგვერდების ადაპტირება მხედველობადაქვეითებული პირებისთვის. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ გაერო-ს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები