ანდჟეი დუდა: ჩვენ შევძლებთ, ქართულ მხარეს ვაქცინების გარკვეული რაოდენობა გავუზიაროთ

“ჩვენ შევძლებთ, ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე პოლონეთის ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელებსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერმინისტრთან ისაუბრებს.

„მე განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები. ჩვენ შევძლებთ, ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელებთან, ასევე, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერმინისტრთან. იმედი მაქვს, ამ კუთხითაც შევძლებთ, ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ სიტუაციაში“, – განაცხადა დუდამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები