ტრამპმა და ლუკაშენკომ სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სატელეფონო საუბარი გამართეს.
ტრამპის თქმით, საუბრის მიზანი პატიმრების გათავისუფლებისთვის მადლობის გადახდა იყო.
მათ ასევე ტრამპის პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა განიხილეს.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელარუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ზარის მიზანი იყო მისთვის მადლობის გადახდა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით 1300 პატიმრის გათავისუფლებას. მოუთმენლად ველი მომავალში პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას”,- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.