დავით ზალკალიანი: მეამაყება, პრემიერის ინიციატივით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეროვნული გმირი, გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას
“ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ მოვახერხეთ, პრემიერმინისტრის ინიციატივით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით, თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენი ღირსეული, ჩვენი ეროვნული გმირი, წინაპარი, გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის ფასეულობები, ღირებულებები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ქართველმა გმირებმა და მთავარსარდლებმა.
„ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ მოვახერხეთ, პრემიერმინისტრის ინიციატივით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით, თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენი ღირსეული, ჩვენი ეროვნული გმირი, წინაპარი გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას.
მას ღირსებითა და იმ პატივით, როგორსაც ის იმსახურებდა, როგორზეც ის ოცნებობდა ასეთი პატივით მივაბარებთ მშობლიურ მიწას. სწორედ ეს არის ფასეულობები, ღირებულებები, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენმა გმირებმა, მთავარსარდლებმა”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.