პარლამენტმა ირაკლი სესიაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა ირაკლი სესიაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი სესიაშვილს, რომელმაც პარლამენტიდან პრემიერმინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გადაინაცვლა, მეათე მოწვევის პარლამენტში გელა სამხარაული შეცვლის.

რაც შეეხება მარიამ ქვრივიშვილს, ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მას პარლამენტში “ქართული ოცნების” სიის შემდეგი წევრი, ბაია კვიციანი ჩაანაცვლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები