ირაკლი ღარიბაშვილი: გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან, შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის
გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა ჩემი თავდაცვისმინისტრობის პერიოდში დავიწყეთ და დღეს, ასწლიანი განშორების შემდეგიგი სამშობლოს დაუბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გენერალ კვინიტაძის სახელიოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლასგანასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესიმნიშვნელობის მოვლენაა ქვეყნისა და ხალხისათვის.
„არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა,მისი სისხლი და ხორცი” – ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვინც თავად იყო ამდამოუკიდებელი საქართველოს არმიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი,თავისი ხალხის შინაგანი ძლიერების თვალსაჩინო მაგალითი, ქვეყნისღირსეული შვილი.
გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა ჩემი თავდაცვისმინისტრობის პერიოდში დავიწყეთ და დღეს, ასწლიანი განშორების შემდეგიგი სამშობლოს დაუბრუნდა.
გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას დათავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოშიგადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა დახალხისათვის.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტსსხვა დიდი მამულიშვილების გვერდით, მთაწმინდის პანთეონის მიწასმივაბარებთ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.