კახა კუჭავა – მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს
ასეთი დღეები განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას იწვევს, გვახსენებს ჩვენს თვითმყოფადობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენების შემდეგ მედიას განუცხადა.
„ასეთი დღეები განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას იწვევს, გვახსენებს ჩვენს თვითმყოფადობას, წარსულს, მომავალს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი დღეს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის ნეშტს 26 მაისს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.