სალომე ზურაბიშვილი გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენებაზე: ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში
დღეს ძალიან სიმბოლური დღეა. დიდი ემოციებით ვარ სავსე, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენების შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„დამოუკიებელი საქართველოს უკანასკნელი მთავარსარდალი რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ესაა ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელ, რუსეთის მე-11 არმიაზე. ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი დღეს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.