ეკონომიკის გახსნა და ტურისტული სეზონის მოახლოება კიდევ უფრო აჩენს ჩვენს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციების საფუძველს – ოთარ ანგურიძე ლარის კურსზე 

მიმდინარე კვირაში ლარის კურსის ცვლილება გამყარების ტენდენციით გამოირჩევა. რამაც საკმაოდ დიდი ღელვა გამოიწია პოლიტიკურ ფლანგზე. მოდით ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ, ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

„აპრილის თვეში გზავნილებმა შეადგინა 194 მლნ აშშ დოლარი, რაც ერთ თვის მონაცემების გათვალისწინებით რეკორდული მაჩვენებელია.

აპრილში ადგილობრივი ექსპორტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60.6 პროცენტით გაიზარდა და 277.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მთლიანი ექსპორტის 73.3 პროცენტი დაფიქსირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 50.5%-ით გადააჭარბა 2019 წლის აპრილის მონაცემს;

რეგიონის ტურისტულმა მიმზიდველობამ და ვაქცინაციის პროცესის მართვის სისწრაფემ გამოიწვია ავია მიმართულებების აღდგენა და ტურისტული ნაკადების ზრდა;

მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ყოველთვიურად უმჯობესდება და სავარაუდოდ აპრილის თვეში საკმაოდ მაღალი ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდება;

ინფორმაცია არ გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, სავარაუდოდ გაზრდილი მაჩვენებლები გვექნება პირველ ოთხ თვეში. ეკონომიკის გახსნა და ტურისტული სეზონის მოახლოება კიდევ უფრო აჩენს სამომავლოდ ჩვენს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციების საფუძველს“, – წერს ანგურიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები