შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ ვურჩევ, რომ კიდევ ნუ გაიუარესებენ საკუთარ მდგომარეობას
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, რომ ჩვენი სარჩელი წაიკითხონ საკონსტიტუციო სასამართლოში და მტკიცებულებას ნუ უმატებენ ამ სარჩელს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო სამი წელია საქართველოს მიმართ არის ცრუ ბრალდებები და ამის მიზანი არის საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოპოვება და ინსტრუმენტად გამოყენება.
„საკონსტიტუციო სარჩელში ერთ-ერთი არგუმენტაციის ხაზი არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიები, რომლებიც იქ არის დასახელებული, თანამშრომლობენ უცხო ძალებთან საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა საკითხებში. ბოლო სამი წელია საქართველოს მიმართ არის ცრუ ბრალდებები და ამის მიზანი არის საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოპოვება და ინსტრუმენტად გამოყენება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, რომ კიდევ ნუ გაიუარესებენ საკუთარ მდგომარეობას და ამგვარი განცხადებებით დამატებით მტკიცებულებებს ნუ მოგვცემენ მათი ანტიკონსტიტუციური ქცევისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.