ცესკო-სთან საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება
საარჩევნო რეფორმის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან.
რაც შეეხება ჯგუფის საქმიანობას, პროექტით, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესისთვის. ამ ჯგუფს ცესკო-ს განკარგულებით შეიძლება, მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესში ჩართვა.