“დღეს ხელი მოეწერება ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა 330 მილიონი დოლარი გამოყოს საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.
დეგნანის თქმით, ეს არის ერთობლივი ფასეულობების გამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა.
„დღეს ხელი მოეწერება ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით 330 მილიონი დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების გამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა. ის გააძლიერებს საქართველოს გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მოიტანს და სამუშაო ადგილებსა და დასაქმების შესაძლებლობას შექმნის. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმებას მოეწერა ხელი.