კახა კუჭავა ოთხოზორიას მკვლელობაზე: ვითხოვთ ელემენტარულს, რაც 21-ე საუკუნეში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დგებოდეს, მკვლელები უნდა დაისაჯონ
ვითხოვთ ელემენტარულს, რაც 21-ე საუკუნეში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დგებოდეს, მკვლელები უნდა დაისაჯონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
კუჭავას თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო შეძლებს, რომ ამ საქმეზე სამართალი სამართალი აღსრულდეს. „ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა. ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ ფორმატს, რათა მაქსიმალურად მოვუწოდოთ და ვაიძულოთ რუსეთი, გადმოდგან ნაბიჯები. ვითხოვთ ელემენტარულს, რაც 21-ე საუკუნეში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დგებოდეს, როდესაც ვიცით ვინ არიან მკვლელები და ისინი უნდა დაისაჯონ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ, რომ სამართალმა იზეიმოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.