დედაქალაქის მერი, კახა კალაძე 7 ძირითადი პოლიტიკიდან ერთ-ერთის, ურბანული მიმართულების შესახებ საზოგადოებას ანგარიშს აბარებს და პრეზენტაციას მართავს.
როგორც კალაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ეს არის მიმართულება, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა, სპეციალისტების მხარდაჭერით, მერიამ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეძლო.
მერმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისი გამართული ურბანული პოლიტიკის მატარებელი, ევროპული ქალაქი გახდება.
„ჩვენმა გუნდმა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც შექმნა, ეს არის საფუძველი იმისა, თუ როგორ თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს ყველა ის რეფორმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აუცილებელია ევროპული ქალაქის ფუნქციონირებისთვის, უსაფრთხო ცხოვრებისთვის. ამ რეფორმების განხორციელებით, დარწმუნებული ვარ, რომ წლების მერე თბილისი იქნება გამართული ურბანული პოლიტიკის მატარებელი ქალაქი, თანამედროვე სატრანსპორტო დაქსელვით, მწვანე ზონებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიული გარემოთი,“ – აღნიშნა მერმა.