ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს
ლიეტუვის გადაწყვეტილებას, გადასცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, სოციალურ ქსელში საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ეხმაურება.
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერს, ლიეტუვას კოვიდ პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია,” – წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.