„წელს 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტურქტურის გამართვაზე 80 მილიონ ლარს დავხარჯავთ“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

“მიმდინარე წელს თავდაცვის ძალები 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის გამართვაზე 80 მილიონ ლარს დახარჯავს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ძალებს ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს.
„თქვენ იცით, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წლებთან შედარებით 4-ჯერ მეტი თანხაა. წელს ამ მიმართულებით დავხარჯავთ 80 მილიონ ლარს და გავარემონტებთ 100-მდე ობიექტს. ჩვენ უნდა გვქონდეს ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები