მეუფე შიო: მთავარია ცხოვრებაში, ადამიანმა აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა, ემსახუროს მას სულითა და ჭეშმარიტებით

“მთავარია ცხოვრებაში, რომ ადამიანმა მესია იპოვოს, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული მიულოცა.

„მთავარია ცხოვრებაში, რომ ადამიანმა მესია იპოვოს, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა, ემსახუროს მას სულითა და ჭეშმარიტებით, შეიცნოს უფალი იესო ქრისტე, ეს არის საუკუნო ცხოვრება და ცხოვრების აზრი. ეს არის, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს – გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება. ვინც იპოვის მესიას, ის პოულობს გზას, პოულობს ჭეშმარიტებას, პოულობს, ცხოვრობს. ვინც ქრისტეს გარეთ არის, ის რჩება სიცოცხლის გარეთ იმიტომ, რომ ადამიანი არის მარადიული არსება და მარადისობისთვის მოწოდებულია. იესო ქრისტეს გარეშე ამ მარადისობას ადამიანი ვერასდროს იმკვიდრებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები