12 მაისს, 20:00 საათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდნენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 მაისს, 20:00 საათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდნენ.
მათივე ცნობით, დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა.
“სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.