ხატია დეკანოიძე: ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

“ჩემი პირადი პოზიციაა, რაც იციან ჩემმა მეგობრებმა და ნიკა მელიამაც, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.

“ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო ფორმით უნდა მიიღოს პოლიტსაბჭომ – შევა თუ არა პარლამენტში, გააგრძელებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას. ჩემი პირადი პოზიციაა, რაც იციან ჩემმა მეგობრებმა და ნიკა მელიამაც, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილება, ​შევჯერდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს არ ვაჩვენოთ რაიმე სახის რყევა დიდ ოპოზიციური პარტიის რიგებში”, – აცხადებს დეკანოიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები