იონათამიშვილი – ჯონ დიპიროს სამოქმედო გეგმაზე: ეს ადამიანები არ ისვენებენ, მათ ერთი სული აქვთ, რომ საქართველოში ძალადობრივი ქმედებები წაახალისონ

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არ ისვენებენ, მათ ერთი სული აქვთ, რომ საქართველოში ძალადობრივი ქმედებები წაახალისონ და ამით სცადონ ქართველი ხალხის დამარცხება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა საკითხს, რომლის თანახმადაც, IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა – ჯონ დიპირომ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

“მეორე მხრივ, წესით, ამ ყველაფერს უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ ფულთან აქვთ საქმე. ეს ადამიანები ვერ ეშვებიან, ერთი მხრივ, ძალადობის პროპაგანდას და, მეორე მხრივ, ამ ძალადობის პროპაგანდაზე ფულის კეთებას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები