პრემიერმინისტრი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერმინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი. საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები