საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 089 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 089-მა ადამიანმა გაიკეთა.
სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 62 447 მოქალაქემ გაიარა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.