“რეინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
მისივე განმარტებით, განმეორებით ინფიცირების შემთხვევები პაციენტებში მსუბუქად არ მიმდინარეობს.
“ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით, 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.