ვაზილ ჰუდაკი: ჩვენ ვიცით, როგორ უნდა აღვადგინოთ ეკონომიკური სიტუაცია ინვესტიციების, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით, ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში

“ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში.

,,ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა ერთად, ევროპაში, გლობალურად, კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს უკეთესი ხარისხი შევქმნათ, შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში”, – აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები