გურამ მაჭარაშვილი: აუცილებელია ისეთი პრევენციული ხასიათის ზომების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას და, მეორე მხრივ, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვას

“აუცილებელია ისეთი პრევენციული ხასიათის ზომების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას და, მეორე მხრივ, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

“ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი საქმე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ შექმნილია ისეთი სისტემა, რომ საკონსტიტუციო ორგანოები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტიც.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კანონი, რომელიც თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან და მეტიც – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო შესასრულებელი და ეს იყო ძირითადი საფუძველი ამ კანონპროექტის. ასევე, აუცილებელია ისეთი პრევენციული ხასიათის ზომების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას და, მეორე მხრივ, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვას,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები