ერეკლე ღვინიანიძე – ,,სააღსრულებო წარმოება უფრო ეფექტური უნდა გახდეს“

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც “კვირას” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს,
შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები, გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ბიუროს თავმჯდომარის დავალებით, ტერიტორიულ ბიუროებში მხარეთა სოციალური და სამართლებრივი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საქმისწარმოება კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.
ერეკლე ღვინიანიძის თქმით, აღსრულების პროცესი მეტად მოქნილი და ეფექტური უნდა იყოს, რისთვისაც იგეგმება როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, ბიუროს მიდგომის დახვეწა და შეცვლა.
ბიუროს თავმჯდომარე გეგმავს, უახლოეს პერიოდში თითოეული რეგიონის თანამშრომლებს ადგილზე შეხვდეს და პირადად გააცნოს მათ ბიუროს ახალი მიდგომები და ხედვები.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მიმდინარე წლის 29 აპრილიდან თავმჯდომარის პოსტს ერეკლე ღვინიანიძე იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები